On October 30, 2021, we conducted a seminar in San Diego County on various issues related to purchasing residential real estate. The seminar was a part of our program designed to assist new immigrants with adaptation into the American society and was conducted in a partnership with საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia.We would like to thank our speakers, Nino Kiria DRE#01469628 and Maia Mdinaradze, Esq., for sharing their wealth of knowledge with our community, as well as St. John of Damascus Orthodox Church for being excellent hosts.
2021 წლის 30 ოქტომბერს, სან დიეგოში (კალიფორნია, აშშ) ჩატარდა სემინარი თემაზე “რა უნდა ვიცოდეთ/ როგორ შევიძინოთ პირველი სახლი კალიფორნიაში”. აღნიშნული ღონისძიება დაიგეგმა ჩვენი ცენტრის ერთ-ერთი მიმდინარე პროექტის – “კალიფორნიაში იმიგრირებული თანამემამულეების ინტერესებისა და უფლებების დაცვის, აქ ახალი ცხოვრების დაწყების ხელშეწყობა” ფარგლებში და განხორციელდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia-ს მხარდაჭერით.ჩვენი გუნდი მადლობას უხდის:საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia-სსემინარის პანელისტებს, ქ-ნ Nino Kiria DRE#01469628 და ქ-ნ მაია მდინარაძეს.St. John of Damascus ეკლესიას, რომელმაც საკუთარი დარბაზი დაგვითმო რეგიონში მცხოვრები იმიგრანტების ინტერესებზე ორიენტირებული ამ მეტად უშუალო, საინტერესო/ სასარგებლო და ინფორმატიული შეხვედრის გასამართად.ზემოთ აღნიშნული პროექტი გრძელდება და კიდევ არაერთ საინტერესო ღონისძიებას გვიმზადებს! კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ჩვენი ცენტრის საქმიანობის ყველა მხარდამჭერს.